14 ოქროს დიპლომი - ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვთ
01-04-2021
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, სკოლის 14-მა მოსწავლემ - ამირანი ბიწაძემ, ლუკა ბარჯაძემ, გიორგი ციცვიძემ, იოანე ჭიტაძემ, დავით გოდელაძემ,
მარიამ ძინძიბაძემ, ნინო ყვავაძემ, ვასო ხაჭაპურიძემ, თინათინ ხაჭაპურიძემ, ცოტნე ჩაჩანიძემ, ლიკა ბაძგარაძემ, ლუსინე ხოშბეგიანმა, ელენე ძინძიბაძემ და მარიამ ხიჯაკაძემ ოქროს დიპლომები დაიმსახურეს. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203