ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო მიქაუტაძემ izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
01-04-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო მიქაუტაძემ izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს