აჭყვას საჯარო სკოლის „მკითხველთა კლუბის“ წევრებმა მორიგი შეხვედრა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მიუძღვნეს
01-04-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის „მკითხველთა კლუბმა“ მორიგი შეხვედრაზე გამართა.

სკოლის ინფორმაციით, კლუბის წევრებმა ვაჟა-ფშაველას ტექსტები განიხილეს და ნაწარმოებების მთავარ სათქმელზე ისაუბრეს.

„იმსჯელეს ტექსტებში დანახულ პრობლემებზე და პარალელი გაავლეს დღევანდელობასთან. ბავშვებმა მოამზადეს ვიდეორგოლი ვაჟა-ფშაველას შესახებ.

შეხვედრა საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული იყო. კლუბს ხელმძღვანელობს ქართული ენის პედაგოგი იზა ვაჩეიშვილი“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203