„პირადი ჰიგიენა“ - სამების საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალება შეასრულეს
01-04-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ლიდერობის მიმართულებით, პროექტით - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ დაგეგმილი აქტივობები გრძელდება.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბიოლოგიის მასწავლებელმა, მარინა აბაშიძემ კომპლექსური დავალება, თემაზე „პირადი ჰიგიენა“ განახორციელა.
„ამავე თემაზე მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი. აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს