ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
01-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის დღე აღინიშნა.

სკოლის ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლემ, ნანა ბერიძემ პრეზენტაცია წარმოადგინა.

„პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო სლაიდები  სხვადასხვა თემაზე: როგორ გაჩნდა წყალი; რა ვიცით წყლის შესახებ; გარემოს დაცვა სჭირდება; სუფთა წყალი; წყალსაცავი; წყალი და ენერგია; წყალი და ადამიანი.

ღონისძიებას საგნის პედაგოგი ნანა დიასამიძე და დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203