ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინიკო კახიძემ izrune.ge-ს დიპლომი დაიმსახურა
01-04-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლემ, ნინიკო კახიძემ izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ  სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203