სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - დათა ნოღაიდელმა და ქეთევან ჯინჭარაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე დათა ნოღაიდელმა და პირველკლასელმა ქეთევან ჯინჭარაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომები აიღეს.მოსწავლეებმა
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები