ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლე გურამ რევაზიშვილმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
04-01-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

მარტის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით შესრულებისთვის მეორეკლასელმა გურამ რევაზიშვილმა ოქროს დიპლომი აიღო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203