ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge - ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge - ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს. ტესტირებაში წარმატებული შედეგი აჩვენეს მაია ჭკადუამ, ნიკა ანსიანმა, ლუკა ანსიანმა, გიორგი ანსიანმა, ქეთო და ანანო ჩაკვეტაძეებმა. აღსანიშნავია, რომ ქეთო ჩაკვეტაძემ ტესტში 100 ქულა აიღო და ოქროს დიპლომი მოიპოვა.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.