„ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ“ - თბილისის N49 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
31-03-2021

თბილისის N49 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „თანასწორობა“ ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო თემაზე უამრავ აქტივობას ახორცილებენ.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოეწყო.

სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტის ფარგლებში, მე-10 კლასმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ“. პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო, ბავშვებმა მოიძიეს, გააცნობიერეს და წარმოადგინეს, თუ რას ამბობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

მათ პედაგოგები - ვიქტორია ვიტტმანი და  ია ბეიტრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203