თელავის N1 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
31-03-2021
მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნა.

სკოლის ინფორმაციით, ამ დღეს მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს.

„დაუნის სინდრომი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს დამატებითი ქრომოსომა. როგორც წესი, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით (23 უნიკალური წყვილი).

დაუნის სინდრომის მქონე ახალშობილებს დამატებით აქვთ 21-ე ქრომოსომების ასლები, ანუ ადგილი აქვს 21-ე ქრომოსომის გასამებას (ტრისომიას). 

სწორედ ამიტომ, შეარჩიეს დაუნის სინდრომის მე-3 თვის 21-ე დღე მსოფლიო დღედ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203