ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომები მოიპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანდრია გაბოძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა, ხოლო რატი ბარნოვმა და ნიკოლოზი ბარნოვმა ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს.
ახალციხის საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურადაა ჩართული და პატარა
იზრუნელებმა კარგად იციან, რომ მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი ყოველთვის დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.
განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ მოსწავლეების მიზანსწრაფულობასა და მონდომება დღითიდღე თვალშისაცემი ხდება, რაზეც მეტყველებს ის შედეგი, რომელიც ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირებისას აჩვენეს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოპოვებული წარმატება მივულოცოთ მოსწავლეებს და ვუსურვოთ უამრავი წარმატება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.