ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანდრია ჭიხინაშვილმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
31-03-2021
კასპის მუნიციპალიტეტის, ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლემ,  ანდრია ჭიხინაშვილმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში 100-დან 100 ქულა მოიპოვა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

ლამისყანის სკოლა არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურადაა ჩართული და პატარა იზრუნელებმა კარგად იციან, რომ მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი ყოველთვის დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.

განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ მოსწავლეების მიზანსწრაფულობა და მონდომება დღითიდღე თვალშისაცემი ხდება, რაზეც მეტყველებს ის შედეგი, რომელიც ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლემა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირებისას აჩვენა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოპოვებული წარმატება მივულოცოთ მოსწავლეებს და ვუსურვოთ უამრავი წარმატება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203