დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
31-03-2021
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ - თამარ თხელიძემ, მარიამ ჩუბკომ და სოფიო გეორქოვმა, izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში 100-დან 100 ქულა მოიპოვა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურადაა ჩართული და პატარა იზრუნელებმა კარგად იციან, რომ მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი ყოველთვის დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.

განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ მოსწავლეების მიზანსწრაფულობასა და მონდომება დღითიდღე თვალშისაცემი ხდება, რაზეც მეტყველებს ის შედეგი, რომელიც დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირებისას აჩვენეს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოპოვებული წარმატება მივულოცოთ მოსწავლეებს და ვუსურვოთ უამრავი წარმატება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203