ჩხორიის საჯარო სკოლა ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამაში აქტიურად არის ჩართული - წარმატებულ სკოლას ტიტული მიენიჭა
31-03-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლას eTwinning სკოლის ტიტული 2021-2022 მიენიჭა.

სკოლის ინფორმაციით, პროექტში ჩართული არიან მასწავლებლები: ლულა ხვიჩავა, მზია ქარდავა, ირინა სოსელია.

„eTwinning-ის პროექტებში ჩართულობა ხელს უწყობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში.

ჩვენი სკოლა უკვე მეოთხე წელია ჩართულია eTwinning პროექტებში. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში; გაიჩინეს უცხოელი მეგობრები; განუვითარდათ ინგლისური ენისა და ისტ ტექნოლოგიების უნარები; გახდნენ უფრო ფართოდ და თავისუფლად მოაზროვნეები. eTwinning-მა ნამდვილად უფრო საინტერესო გახადა  სკოლის ცხოვრება.

პანდემიის პირობებშიც კი, არ შეწყვეტილა პროექტებზე მუშაობა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კარგად გაართვეს თავი დისტანციურ რეჟიმში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203