„ჩემი სამყარო“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გამოსცეს
31-03-2021
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირინე კუჭავავასა და ხელოვნების მასწავლებლის, ნანა ჩირგაძის ინიციატივით, V კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი ხასიათის კედლის გაზეთი, სახელწოდებით „ჩემი სამყარო“ გამოსცეს.                                              

„გაზეთის სლოგანი და მიზანიც ერთია - ვიმოგზაუროთ მათ ფერად სამყაროში; შევიგრძნოთ, განვიცადოთ და შევიმეცნოთ ის, რასაც ისინი ფიქრობენ და გრძნობენ.                        

ბავშვებმა თავიანთი ფანტაზია ფურცლზე გადმოსცეს. დაწერეს, შექმნეს და დახატეს ის, რაზეც  ოცნებობენ.  

კეთილ ფურცლებზე მოგვითხრობს ანასტასია ფუტკარაძე თავის ჩანახატში - „მეგობრები“, რომელშიც თანაგრძნობა, სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს.                                                                        

ალეკო ბიბინიძის ჩანახატში  კი, „ჩანთა ალაპარაკდა“ ყოველდღიური ცხოვრება, სიცელქე და ბავშვური დაუდევრობაა ასახული.
                                                                                                     
საინტერესოდ წერს ლიზი ქაროსანიძე. მას შთაგონება ფანქრების ნათლელმა მისცა. მისგან საოცარი ესკიზი შექმნა და ჩანახატი დაწერა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203