უდის N1 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge -ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
31-03-2021
იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - თორნიკე პეტრიაშვილმა, ანი პარუნაშვილმა, გიორგი კაკოშვილმა, სალომე მერაბიშვილმა და საბა მერაბიშვილმა izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები მოიპოვეს. 

აღსანიშნავია, რომ უდის N1 სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203