
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის IXა კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი დალი ბარათაშვილი) დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ბავშვთა და მშობელთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონს“ (ხელმძღვანელი ჟანა ფერაძე) ესტუმრნენ, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.
მოსწავლეებმა, ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად, საინტერესო აქტივობები განახორციელეს, გადაიღეს სამახსოვრო სურათები და დაგეგმეს მომავალი შეხვედრები.
იხილეთ ფოტოები