„საუკუნის წინანდელი ბათუმის დაცვისა და ბრძოლების ქრონიკა“ -დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
31-03-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა, მანანა თურმანიძემ მე-10 და მე-9 კლასების მოსწავლეებთან საბიბლიოთეკო გაკვეთილი, თემაზე „საუკუნის წინანდელი ბათუმის დაცვისა და ბრძოლების ქრონიკა“ ჩაატარა.
სკოლის ინფორმაციით, თემასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.
„მოსწავლეებმა საარქივო მასალებისა და ისტორიული ცნობების მიხედვით, ქრონოლოგიურად, მოისმინეს იმდროინდელი ისტორიულ-პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კუთხის დედასამშობლოსთან დაბრუნებისთვის.
მადლობა ქალბატონ მანანას საინტერესო და საჭირო საქმისთვის, რომელსაც დაუზარებლად ასრულებს მოსწავლეთა ინფორმირებისთვის, საკუთარი ქვეყნისა და კუთხის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების სწორად და ეფექტურად სწავლებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს