„მადლობა ჩვენს გემოვნებიან მკითხველებს“ - თხილნარის N1 სკოლის ახალმა საბიბლიოთეკო სივრცემ კითხვის კლუბის წევრებს უმასპინძლა
31-03-2021

მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N1 საჯარო სკოლის ახალი საბიბლიოთეკო სივრცე ხელვაჩაურის რესურსცენტრთან არსებულ კითხვის კლუბის წევრებს მასპინძლობდა. 

„Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების დაცვით ადგილზე 10 სკოლის წარმომადგენელი იყო, ხოლო ონლაინ ჩართული იყო 21 სკოლის მოსწავლე. მოდერატორები იყვნენ ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგები. განიხილეს გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“  და გურამ გეგეშიძის „საყდარი“. ჩხუტუნეთის საჯარო სკოლიდან მონაწილეობდა მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ გამიშიძე და მე-12 კლასის მოსწავლე ანა გვიანიძე.

მადლობა მოდერატორებს და ჩვენს გემოვნებიან მკითხველებს. ძალიან შინაარსიანი და საინტერესო დღე იყო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203