„გაზაფხულო ლამაზო“ - ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
31-03-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება, სახელწოდებით „გაზაფხულო ლამაზო“ გაიმართა.
სკოლის ინფორმაციით, საკლასო მხატვრული ღონისძიება მე-2 კლასში ჩატარდა.
„მოსწავლეებმა ქართველი საბავშვო მწერლების - მარიამ წიკლაურის, ირმა მალაციძის, ნათია აბულაძისა და ვასო გულეურის თემატური ლექსები წაიკითხეს.
ბავშვებმა წელიწადის ყველაზე მშვენიერი დრო თბილი სიტყვებით მიულოცეს დედებსა და ქალებს.
ღონისძიებას ამშვენებდა მეორეკლასლების (კლასის ხელმძღვანელი ელისო ჯანელიძე) მიერ შექმნილი გაზაფხულის ყვავილების აპლიკაცია“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს