ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა რომის სენატორების როლი მოირგეს
31-03-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში როლური თამაშები იმართება.

სკოლის ინფორმაციით, VII კლასის მოსწავლეებმა რომის სენატის მუშაობის ინსცენირებას ახდენენ.

„რომში სენატის სხდომა შეიკრიბა. პატრიციებისა და ტრიბუნების აზრი აშკარად დაპირისპირებულია და ერთმანეთს კვეთს.

განსახილველი საკითხები კი, მოქალაქეთათვის უაღრესად  აქტუალურია. ამიტომ, დიდია ვნებათაღელვა.

ტრიბუნმა, ვახო მამულაძემ  მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია რომის არასრულუფლებიანი მოქალაქეების –პლებეების მდგომარეობის შესასწავლად. მან შეიმუშავა ღონისძიებანი მდგომარეობის გამოსასწორებლად. 


ნორჩ „სენატორთა“ გულები წრფელია, სიმართლისთვის ბრძოლა კი, აუცილებელი.

შეძლებს კი ტრიბუნი პატრიციების აბსოლუტური უმრავლესობით მყოფ სენატში აზრის გატანას? თუმცა, ერის „რჩეულმა  მამებმა“ არ უნდა დაივიწყონ, რომ ტრიბუნებს ვეტოს უფლებაც აქვთ.    

ვნახოთ, რას გვიჩვენებს  კენჭისყრა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203