ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პრეზენტაცია გამართეს
31-03-2021

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო გაკვეთილების ჩატარება გრძელდება.

ამჯერად, მე-8 კლასში, ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლის, აშხენ მარაბიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს.

ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაციები, განმარტეს თუ რა განსხვავებაა ჯანსაღ და არაჯანსაღ ცხოვრების წესებს შორის და საინტერესო პოსტერები დაამზადეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203