ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში მონაწილეობდნენ
31-03-2021

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეები დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ კონკურსში მონაწილეობდნენ.

დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი: „ჩემი დიდგორი“. კონკურსი ორი მიმართულებით, სხვადასხვა ასაკის სამიზნე ჯგუფთან განხორციელდა. ერთი მიმართულება იყო: „გახდი დიდგორის მემატიანე“ – კონკურსი კალიგრაფებისათვის, მეორე კი: სახვითი ხელოვნების კონკურსი „ჩემი დიდგორი“.

ფოთის „გიმნაზია“ კონკურსის ორივე მიმართულებაში ჩაერთო: 

სახვითი ხელოვნების კონკურსში „ჩემი დიდგორი“ ფოთის „გიმნაზიის“ IX  კლასის  მოსწავლე გიორგი ჯორბენაძე მონაწილეობდა, პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი ირმა ხარშილაძე იყო. 

კონკურსს კალიგრაფებისათვის „გახდი დიდგორის მემატიანე“ კი შეუერთდნენ „გიმნაზიის“ X კლასის მოსწავლე ელენე ჯინჯოლია (პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი ირმა ხარშილაძე), X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჩარტია (პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი ირმა ხარშილაძე) და ირმა  ხარშილაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203