„პორტრეტი სახვით ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ - ბორითის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი აქტივობა განხორციელდა 
31-03-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობა - „პორტრეტი სახვით ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ განახორციელეს.

სკოლის ინფორმაციით,  მოსწავლეებმა სახელმძღვანელოებში მოცემული ცნობილი ფერწერული ტილოების საფუძველზე, ლიტერატურული პორტრეტები შექმნეს.

„აქტივობის მიზანი გახლდათ ხელოვნებასა და ლიტერატურას შორის არსობრივი კავშირის ჩვენება.

მოსწავლეებმა სიტყვიერად, ლიტერატურული აზროვნებით და მხატვრული სპეციფიკით გადმოსცეს ნახატების შინაარსი და ის ემოცია, რომელიც თითოეულ შედევრშია გაცოცხლებული. (პედაგოგი ნატალია აბაზაძე)“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203