მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ ლომინაშვილის ოჯახმა - „საქართველოს super ოჯახის“ ტიტული მოიპოვა
31-03-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის მარიამ ლიმონაშვილის ოჯახი „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელი გახდა.
მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ ლომინაშვილის ოჯახი მონაწილეობდა უპრეცედენტო დისტანციურ ONLINE საოჯახო გადაცემაში - „საქართველოს super ოჯახები“.
თამაში მიმდინარეობდა სახლიდან გაუსვლელად. დისტანციური კონკურსი გაიმართა 2021 წლის 28 მარტს და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელი გახდა მარიამ ლომინაშვილის ოჯახი. ვულოცავთ მარიამს და მის ოჯახს ამ ტიტულს. თითოეულ ოჯახს კი ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას.
„ეტალონის“ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა - თამაში „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის შედეგად წარმოიშვა და მისი მიზანი „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისებაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს