ძმაგულის საჯარო სკოლაში π რიცხვს ღონისძიება მიუძღვნეს
31-03-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლების, რამაზ მახარაძისა და ხათუნა შავაძის ხელმძღვანელობით,  ღონისძიება გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა π რიცხვის ისტორიასა და მისი განვითარების გზებზე ისაუბრეს.

„მათ ამოხსნეს ამ რიცხვის გამოყენებით სხვადასხვა ამოცანები და უპასუხეს კითხვებს. ღონისძიებაზე ასევე, შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს სახალისო ლექსები“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.    

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203