
სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, ტრადიცულად, შეაგროვეს მაკულატურა, პროცესში ჩართული იყვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც.
„ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლის, მამუკა დოლიძის დახმარებით მაკულატურა ჩავაბარეთ, მიღებული ბარათებით კი ეკოკლუბი მათთვის საინტერესო წიგნების შეძენას გეგმავს.
ეკოკლუბის სახელით გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ მამუკა დოლიძეს. თქვენთან თანამშრომლობა უდაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები