რუსთავის N17 სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
31-03-2021

ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლამ უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა შოთა რუსთაველის სახელობის რუსთავის N2 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში „გმირთა ვარამი“ - და ქართველები“.

„ჩვენმა სკოლამ წარადგინა სამი გუნდი: „გოთუელები“, „გრემი“ და „ზოსიმე ბერდიდი“  VII; VII; IX; X და XI კლასის მოსწავლეები.
კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის სამივე გუნდი დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელებით.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას, კლასის დამრიგებლებს: მარიამ მამუკელაშვილს, რიმა ავალიანს, ირმა იოსელიანს, თამარ მარგიანისა და თამთა ლილუაშვილს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203