მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლე შიო წიკლაური საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
31-03-2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე შიო წიკლაური „კინგსის“ მათემატიკის კონკურსში მონაწილეობდა, სადაც წარმატებით გადალახა 1-ლი და ფინალური ეტაპები.

„შიო ადმინისტრაციისგან სიგელებით და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ჩვენი სკოლის სახელით ვულოცავთ შიოს ამ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203