„ძლიერი გაკვეთილი! ძლიერი სკოლა!“ - თბილისის N12 სკოლის პედაგოგებმა მაღალი აკადემიური სტანდარტის გაკვეთილები ჩაატარეს
31-03-2021

„ძლიერი გაკვეთილი! ძლიერი სკოლა!“ - თბილისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა განვითარებაზე და მათი უნარ-ჩვევების წარმოჩენაზე. მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესებში.

„დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა: მაია ჯოხაძემ, ნანი მელანაშვილმა და თამილა ხიზანიშვილმა მაღალი აკადემიური სტანდარტის გაკვეთილები ჩაატარეს.

მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია, საგნის ფლობა, მასწავლებელთა სიყვარულით გამთბარი გარემო ქმნიდა ერთ საერთო დაუვიწყარ დღეს, რომელიც სკოლის მთავარ დანიშნულებას განსაზღვრავს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203