„შემოდგომა ჩემს სოფელში“ - რუისპირის საჯარო სკოლასთან შერწყმული ახატლის დაწყებითი სკოლის ღონისძიება
21-11-2017
რუისპირის საჯარო სკოლასთან შერწყმულ ახატლის დაწყებით სკოლაში, სადაც პირველი და მეორე კლასების კლასკომპლექტში 8 მოსწავლე სწავლობს, მასწავლებლებმა მარიამ ჭიჭიაშვილმა და დარეჯან ლიქოკელმა ღონისძიება ჩაატარეს „შემოდგომა ჩემს სოფელში“.
ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაზე პირველ და მეორეკლასელებმა აღწერეს შემოდგომის შემოსვლა თავიანთ სოფლებში, წაიკითხეს შემოდგომასთან დაკავშირებული ლექსები და ჩურჩხელებიც ამოავლეს.
ღონისძიების მონაწილეებს წითელ-ყვითელი ფოთლებისგან შექმნილი ყელსაბამი ამშვენებდათ, ფერადი ფოთლებით იყო გაფორმებული შემოდგომის სუფრაც.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს