პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში უჩვეულო გაკვეთილი ჩატარდა
30-03-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის, პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;

ახლახან, მე-3 კლასში, პედაგოგმა რუზანა რაისიანმა აღდგომის თემატიკაზე უჩვეულო გაკვეთილი ჩაატარა: მასწავლებლისა და მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარი, შთაბეჭდილებებით დახუნძლული აღმოჩნდა. კლასში მოეწყო პატარა დეკორაცია, პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა კი,  ფლომასტერებით, კვერცხები გააფერადეს. შემდეგ კი „დააჭიდეს“ და „გამარჯვებულიც“  გამოავლინეს. ეს დღე პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203