დაბა თიანეთის N1 სკოლის მოსწავლე ნინო ყურშავიშვილი ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი “ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ყურშავიშვილი ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
„აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ ეს არის უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტ გადაცემა-თამაში, მეყსეული ONLINE შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით, რომლებსაც ახლო მომავალში ძალიან ბევრი წახალისება და პერსპექტივა ელით.
უპრეცედენტო პროექტი „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და
izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.
იხილეთ ფოტო: