ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები მოიპოვეს
30-03-2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს ნინი მეგრელიშვილიმ, საბა შუბითიძემ, ანი პერანიძემ, საბა სახამბერიძემ, ლიზი ტაბატაძემ, ლუკა არველაძემ, მათე შეყილაძემ და ნიკოლოზ ლაბაძემ.

ჭალადიდის საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურადაა ჩართული და პატარა იზრუნელებმა კარგად იციან, რომ მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი ყოველთვის დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.

განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ მოსწავლეების მიზანსწრაფულობასა და მონდომება დღითიდღე თვალშისაცემი ხდება, რაზეც მეტყველებს ის შედეგი, რომელიც ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირებისას აჩვენეს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოპოვებული წარმატება მივულოცოთ მოსწავლეებს და ვუსურვოთ უამრავი წარმატება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203