ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
30-03-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მესამე კლასის მასწავლებელი მზევინარ საგინაძე ახალი სკოლის მოდელის უპირატესობებზე საუბრობს და მოდელში მოსწავლეთა ჩართულობასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზსს.

პედაგოგი აღნიშნავს, რომ ახალი სკოლის მოდელში სასწავლო პორცესი ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ჩართულობაზე, რასაც უკვე პროექტში ჩართული სკოლები ნათლად ხედავენ. მზევინარ საგინაძე მესამე კლასის მოსწავლეთა მიერ შესრულებულ კომპექსურ დავალებას გვთავაზობს, რომელიც სალამურას თავგადასავლის ეპიზოდის მიხედვით ჩანახატების გაკეთებას გულისხმობს.

„მოხარული ვარ, რომ მუშაობა მომიწია განათლების სფეროში იმ დროს, როცა სკოლაში ინერგება ახალი სკოლის მოდელი და ტარდება შეფასებები – მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, მასწავლებლის ახალი სამოქმედო გეგმების შედეგების, რითაც მასწავლებელს ეძლევა საშუალება, გააცნობიეროს თავისი და მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები შესაბამისად დაგეგმოს თავის სამოქმედო გეგმა.

ახალი სკოლის მოდელით, მასწავლებლის მიზანია, მოსწავლემ სიღრმისეულად გაიაზროს ესა თუ ის ცნება, მასწავლებელმა მოსწავლეს შეუქმნას არა ზოგადი წარმოდგენა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, არამედ დაეხმაროს შინაარსის სიღრმისეულ გააზრებაში. შესაბამისად, მასწავლებელს რეკომენდაცია ეძლევა, დაუთმოს ერთი ცნების დამუშავებას იმდენი დრო, რამდენსაც კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე თავად ჩათვლის საჭიროდ,  სხვადასხვა ინტერპრეტაციით, სხვადასხვა მიდგომით, მეთოდით და აქტივობით, რათა კლასის არცერთი მოსწავლე არ დარჩეს პროცესს მიღმა. ყველა მეთოდი და სტრატეგია მიმართულია გააზრებასა, პროდუქტის შექმნასა და ცხოვრებაში მის გამოყენებაზე,ეს კი მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალებების მიცემით უნდა დააგვირგვინოს..

მე მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი მოსწავლეების შექმნილი პროდუქტი ნახატების სახით, მესამე კლასის პროგრამიდან  სალამურას თავგადასავალი. მთავარი იდეა, სიკეთე და მეგობრობა. მეორე ნაწილში კომპლექსური დავალებების მეშვეობით მოსწავლეებს ვთხოვე, ეპიზოდების მიხედვით ჩანახატების გაკეთება.

მოსწავლეები  სიხარულით აკეთებდნენ დასკვნებს ნახატების სახით“, - აღნიშნავს მზევინარ საგინაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203