„ეს გაზაფხული თქვენია, ძვირფასო ქალბატონებო“ - ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
30-03-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა სიმონეთის დავით კლდიაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დადგომა და დედის დღე აღნიშნეს.

​სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება, სახელწოდებით „ეს გაზაფხული თქვენია, ძვირფასო ქალბატონებო“ გამართეს.

ღონისძიება კლასის ხელმძღვანელის, ნარგიზ აბულაძის ორგანიზებით ჩატარდა.

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203