პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეებმა ამჯერადაც გამოიჩინეს თავი და მარტის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის ოქროს და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები