კეხიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პოსტერები და პრეზენტაციები მოამზადეს
30-03-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „გზამკვლევი“ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ტრაგიკული დღე გაიხსენა.

„საუკუნე შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როცა საბჭოთა რუსეთი საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა, დაიპყრო და საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

კეხიჯვარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „გზამკვლევმა“ კეხიჯვარის საჯარო სკოლის საზოგადოებრივი კათედრის პედაგოგებთან, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა ეს ძალიან მძიმე დღე.

მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები, პრეზენტაციები, კედლის გაზეთები, მეცხრე-მეათე კლასებში ჩატარდა შეხვედრები, სადაც მოსწავლეებმა გაიხსენეს ტრაგიკული 25 თებერვალი“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203