ზემოსურების საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო
30-03-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 22 მარტს ზემოსურების საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ბავშვებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მასწავლებლებმა კი გარემოს მოვლა-პატრონობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაუმახვილეს მოსწავლეებს ყურადღება.