წყალტუბოს N2 მოსწავლე ლუკა კვიტია, საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში, მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
30-03-2021
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ლუკა კვიტიამ, საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში, მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა.

„სკოლა ულოცავს ლუკას საპრიზო ადგილის დაკავებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს ჭიდაობასა და სწავლაში. მწვრთნელები: ლაშა ბზიკაძე, ტარიელ გველესიანი გურამ ზურაბიანი“, - ნათქვამია სასწავლო დაწესებულების ინფორმაციაში.

საქართველოს პირველობა ქარულ ჭიდაობაში, 2004-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, 27-28 მარტს ახმეტაში გაიმართა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203