სიღნაღის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
30-03-2021
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ფერადი წინდები დაამზადეს.
გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მეოთხეკლასელებმა, სკოლის ექიმისა და სპეციალური მასწავლებლისგან, დაუნის სინდრომის შესახებ, ინფორმაცია მოისმინეს.
შეხვედრას სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე ესწრებოდნენ.