წყალტუბოს N1 სკოლის მეათეკლასელმა, გიორგი კუჭავამ კრივში ქუთაისის ღია პირველობაზე წარმატება მოიპოვა
30-03-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მორიგ წარმატებას ზეიმობენ. მეათეკლასელმა გიორგი კუჭავამ კრივში წარმატება მოიპოვა.

„ამჯერად, Xბ კლასის მოსწავლე გიორგი კუჭავამ გვასახელა. მან ქუთაისის ღია პირველობაზე კრივში 66 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.

ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს გიორგის გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203