სეფიეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა
30-03-2021

აბაშის მუნიციპალიტეტის, სეფიეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ, გიორგი მაკალთიამ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტის წარმატებით გავლის შედეგად, ვერცხლის დიპლომი მოიპოვა.

სეფიეთის საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურადაა ჩართული და პატარა იზრუნელებმა კარგად იციან, რომ მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი ყოველთვის დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.

განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ მოსწავლეების მიზანსწრაფულობა და მონდომება დღითიდღე თვალშისაცემი ხდება, რაზეც მეტყველებს ის შედეგი, რომელიც სეფიეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირებისას აჩვენა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოპოვებული წარმატება მივულოცოთ მას და ვუსურვოთ უამრავი წარმატება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203