პატრიკეთის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
30-03-2021
გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში დედის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა 3 მარტს ლამაზი და ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს.
„დედა სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელი. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი; ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს, ვისი გულისთვისაც მზად არის ყველაფერზე“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.