ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ოთარ ძაძამიამ izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მე-4 კლასის მოსწავლემ, ოთარ ძაძამიამ
izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.