„არა მობილურ ტელეფონს სკოლაში, მოსწავლის ხელში!“ - სენაკის N1 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებები შეასრულეს
30-03-2021
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.

„სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3გ კლასში, რომლის მასწავლებელი შორენა სირია არის ჩატარდა ძალიან საინტერესო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი კომპლექსურ დავალებას: შექმნეს საინტერესო პოსტერები და მათ მიერვე არჩეულ აქტუალურ თემაზე -  „არა მობილურ ტელეფონს სკოლაში, მოსწავლის ხელში!“ წარმოადგინეს ფოტო და ვიდეო მასალები, ნახატები, წარწერებითა და ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული, რაც აზრობრივად შეესაბამებოდა აღნიშნულ თემას.

არც პრეზენტაციაში ჩამორჩნენ ერთმანეთს და გამოკვეთეს რამდენიმე უარყოფითი მხარე მოზარდის მიერ ტელეფონის ხშირი გამოყენების წინააღმდეგ. არ დაავიწყდათ ასევე ჯანმრთელობის ფაქტორთან დაკავშირებული ზიანის აღნიშვნაც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203