გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცხოვრების ჯანსაღ წესს პოპულარიზაცია გაუწიეს და პრეზენტაცია მოაწყვეს
30-03-2021

საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება მიმდინარეობს და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სხვდასხვა პროექტში.

მე-2 წელია გორისის საჯარო სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რომლის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება განხორციელდა. ამჯერად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: „მავნე ჩვევები, საფრთხეები და მისი თავიდან აცილების გზები“.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა მოსახლეობაში, რაც მიზნად ისახავდა განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებული მავნე ჩვევების გამოვლენას მათი შემცირების მიზნით, მოამზადეს სადისკუსიო კითხვები, საინტერესო პრეზენტაციები. ღონისძიება/შეხვედრას ესწრებოდნენ მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.სასკოლო პროექტის ხელმძღვანელი, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი, ნათია შეყლაშვილი გახლავთ, რომლმაც ბავშვები ამ საინტერესო აქტივობაში ჩართო და მათ, ერთობლივად, პროპაგანდა გაუწიეს ცხოვრების ჯანსაღი წესს.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203