სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები თბილისის ძველ უბნებს ეწვივნენ
30-03-2021

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მე-10 კლასის მოსწავლეები, არჩევითი საგნის „მსოფლიო კულტურა“ ფორმატში, თბილისის ძველ უბნებს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ღირსშესანიშნაობებს, მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები სხვადასხვა კულტურული ძეგლის შესახებ. ნახეს წმინდა აბო თბილელის სახელობის სამლოცველო, მეტეხის ტაძარი, თათრის მოედანი, აბანოთუბანი-ძვ ხარფუხი, ლეღვთახევი...ასევე დაათვალიერეს სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, სიონის ტაძარი. ისტორიული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი ქალაქის არტეფაქტები.

გაკვეთილი დასრულდა რეზო გაბრიაძის  მიერ მარიონეტების თეატრის გვერდით  აშენებულ უნიკალურ საათიან კოშკთან. კლასს მეგზურობას უწევდა ქართული ენისა და და ლიტერატურის, ასევე „მსოფლიო კულტურის“ მასწავლებელი დარეჯან ცხომარია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203