შინდისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა
30-03-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამთა კვინიკაძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩაატარა.

მოსწავლეებმა ნახეს რამდენიმე საინფორმაციო ვიდეორგოლი, დაამზადეს კედლის გაზეთები და წარადგინეს პრეზენტაციები.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203